გადაცემები

კონსულტაციის საათი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება

ია დანელია, თამარ დადიანიძე, თამარ მურუსიძე, ბარბარე ბენაშვილი


,,თქვენი უფლებები”
წამყვანი ია დანელია
სამშაბათი. 15.00 - 16.00

უსამართლოდ დაიჩაგრეთ? ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი უფლებები შეილახა? არ იცით როგორ დაიცვათ თავი და სად იპოვნოთ სამართალი? უსმინეთ ,,თქვენს უფლებებს” ჩვენს არხზე ყოველ სამშაბათს, 3-დან 4 საათამდე და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ყველა სფეროში. ბიზნესსა და სამართალში, პროკურატურასა და პოლიციაში, მედიცინაში, სამომხმარებლო სფეროში, ყველგან, სადაც კი დაეჭვდებით, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი უფლებების დასაცავად.


,,შტრიხ-კოდი”
წამყვანი თამარ დადიანიძე
ოთხშაბათი. 15.00 - 16.00

ყოველ ოთხშაბათს, 3-დან -4 საათამდე რადიო 1-ის პირდაპირ ეთერშია გადაცემა სახელწოდებით ,,შტრიხ-კოდი”, რომელიც თავიდან აგაცილებთ პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს; გაგარკვევთ, როგორ დაიზღვიოთ თავი ფალსიფიკაციისგან და დაიცვათ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები. 21-ე საუკუნეს ხომ ,,შეფუთვის” საუკუნეს ეძახიან და, მთავარია, სწორად ამოვიცნოთ, რა იმალება ამ ,,შეფუთულში”. გახდით ,,შტრიხ-კოდის” მომხმარებელი, “შტრიხ-კოდი” კი თქვენი მრჩეველი გახდება სამომხმარებლო ბაზარზე.


,,ჩემი საქმე”
წამყვანი ია დანელია
ხუთშაბათი. 15.00 - 16.00

ყოველ ხუთშაბათს, 3-დან 4-მდე, ეთერშია გადაცემა ბიზნესმენებისთვის. მათ, ვისაც მსხვილი ბიზნესი აქვთ და მათაც, ვინც ეს-ესაა ფეხს იდგამს ბიზნესის სამყაროში, ვეპატიჟებით ბიზნეს კონსულტაციაზე. მაკრო და მიკრო ეკონომიკის სიახლეები, საბაჟო და საგადასახადო კონსულტაციები, რჩევები ყველაზე წარმატებული ორგანიზაციებისგან… ეს ჩვენი საქმეა. დაიწყეთ და განავითარეთ თქვენი ბიზნესი ,,ჩემს საქმესთან” ერთად.


,,ოჯახის ექიმი”
წამყვანი თამარ მურუსიძე
ორშაბათი და პარასკევი. 15.00 - 16.00

ყოველ ორშაბათს და პარასკევს, დღის სამ საათზე, პირდაპირ ეთეში, გადაცემა ,,ოჯახის ექიმი” გიხმობთ. გადაცემის წამყვანი, ექიმი თამარ მურუსიძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებს.
ინტერაქტიული საგანმანათლებლო-სამედიცინო გადაცემების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ,,ოჯახის ექიმი” პროფილაქტიკური ჩვევების გამომუშავებაში, სხვადასხვა დაავადებებისა და მათი მკურნალობის საშუალებებზე მაქსიმალური და დროული ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
აქტუალური თემები მხოლოდ მსმენელთა სურვილების, სეზონური ფაქტორების და დაავადებათა რისკების გათვალისწინებით. გაიზიარეთ ჩვენი რჩევები და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.


,,ფერმერის საათი”
წამყვანი ბარბარე ბენაშვილი
კვირა. 15.00 - 16.00

ყოველ კვირას, 3-დან 4 საათამდე პირდაპირ ეთერშია ,,ფერმერის საათი” – გადაცემა ფერმერული მეურნეობის მოწყობისთვის. კონსულტაცია ფერმერებისთვის, ვეტერინარებისთვის, ტექნიკოსებისა და ოჯახური მეურნეობის გამართვის მსურველთათვის; სათესლე და შესაწამლი საშუალებების შერჩევა, სეზონური და მიმდინარე პრობლემების გარკვევა; ადგილობრივი ტრადიციული ქართული ჯიშების მოძიება და შენარჩუნება.
ერთად გავაძლიეროთ სოფელი ერთ ტალღაზე.


,,ეკო-მეტრი”
წამყვანი ბარბარე ბენაშვილი
ოთხშაბათი. 16.10-დან

სანამ ზიანს მიაყენებ, დაფიქრდი, რით გიპასუხებს ბუნება! ჩართე ეკომეტრი რადიო 1-ზე , ყოველ ოთხშაბათს 16.10 სათიდან.
რას ნიშნავს კლიმატის გლობალური ცვლილება , როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი კატასტროფებისგან , რას ნიშნავს ბიო ანუ ეკოლოგიურად საიმედო პროდუქცია, ხარისხიანი წაყალი და მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნა, ეროვნული პარკები, დაცული და სამონადირეო ტერიტორიები; რა დაგვრჩა და როგორ შევინარჩუნოთ მწვანე საფარი; რას ნიშნავს განახლებული ენერგია; მდგრადი განვითარების პესპექტივები და უახლესი ეკოტექნოლოგიები; და კიდევ შანსი რადიომსმენელისთვის, მიიღოს პრიზი – ეკოლოგიურად საიმედო ქართული ნაწარმი;
რადიო ერთზე ეკომეტრი ჩართულია ყოველ ოთხშაბათს 16.10 საათიდან.

აუდიო არქივი

  • ტალღები

  • 100.3 - ქუთაისი
    100.6 - გორი, თელავი
    101.3 - ზუგდიდი
    102.4 - ბათუმი, ახალციხე, ამბროლაური, ჭიათურა, საჩხერე, ლენტეხი, თბილისი
  • რადიოთეატრი