საქართველოს რადიო, ერთ-ერთი უძველესი რადიო მსოფლიოში, მაუწყებლობს 1925 წლის 23 მაისიდან. ამ
დღეს პირველი საცდელი გადაცემით დაიწყო საქართველოში ხმოვანი ერა. რეგულარულ რადომაუწყებლობას
1927 წლის თებერვლიდან დაედო სათავე.
თავდაპირველად საუბრები და მუსიკა ცოცხალი შესრულებით გადიოდა ეთერში. 1936 წელს ხმის ჩამწერი და
აღმდგენი აპარატურის დანერგვის შემდეგ საქართველოს რადიო მრავალფეროვან პროგრამას აწვდის მსმენელს.
1935 წელს საქართველოს რადიომ მასშტაბურად აღნიშნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 95 და გარდაცვალებიდან
20 წლისთავი. ამ წელს პირველად გაისმა ეთერში მგოსნის ხმა, ჩაწერილი გრამოფონის ფირფიტაზე. დღეს ეს ხმა საქართველოს
რადიოს ოქროს ფონდშია დაცული და ფონდის ათასობით იშვიათ ჩანაწერთან ერთად ქართველი ერის სულიერ საგანძურს წარმოადგენს.
ქართული თეატრის კორიფეების, მწერლების, ხელოვანთა. საზოგადო მოღვაწეთა ხმების უნიკალური ჩანაწერებითა და სხვადასხვა
თაობის მაღალპროფესიონალი ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემებით პირველი ქართული რადიო მეოცე საუკუნის
ექსკლუზიური ხმოვანი მემატიანეა.
ყველაზე ძველი და მუდამ სიახლეებზე ორიენტირებული რადიო 24 საათის განმავლობაში სთავაზობს მსმენელს მრავალფეროვან,
საინტერესო საავტორო პროგრამებსა და გემოვნებიან მუსიკას.
საქართველოს რადიოს ისტორია